ვაკანსიები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატში

23 იანვარი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგისა და ორგანიზაციაში წარმოქმნილი ვაკანტური პოზიციების შესაბამისად, ცხადდება კონკურსი შემდეგ პოზიციებზე:

1. აღმასრულებელი მდივანი

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

3. აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი

4. კომიტეტების კოორდინატორი

5. მდივან-რეფერენტი

6. სასწავლო ცენტრის დირექტორი

7. სასწავლო ცენტრის უფროსი კოორდინატორი

8. სასწავლო ცენტრის კოორდინატორი

9. ლოგისტიკის მენეჯერი

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2018 წლის 29 იანვრის 18:00 საათისა  ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: pr@gba.ge.

შეტყობინების საგნის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

-         წერილობითი განცხადება საკონკურსო კომისიის თავჯდომარის სახელზე, სადაც გამოთქვამთ სურვილს კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

-         CV (ქართულ ენაზე), რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ორი რეკომენდატორი პირის შესახებ;

-         უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;

-         პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

-         ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია).

 

საკონკურსო კომისიის გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება 2018 წლის 30-31 იანვარს. გასაუბრების შედეგად ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2018 წლის 2 თებერვლისა.

შერჩეულ კანდიდატებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, შემდგომი გაგრძელების პერქპექტივით.

 

იხ. ვაკანტური პოზიციებისა და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ბმულზე

იხ. ამონაწერი 2018 წლის 22 იანვრის აღმასრულებელი საბჭოს ოქმიდან ბმულზე

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი